logo
ENG



პარიზში საშობაო გალა კონცერტი გაიმართა

06 დეკ 201911:49
3 წუთის საკითხავი
 
fx9eqf1ek24x7gm.jpg

პარიზში მარსელ დასოს სასახლეში, საერთაშორისო ფონდ "სოს ტალანტების" საშობაო გალა კონცერტი გაიმართა. კონცერტში, ცნობილი ქართველი პიანისტის - ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით, 4 ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მონაწილეობდა: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც კონცერტის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო. საღამო, ტრადიცულად, საფრანგეთის საბრძოლო ავიაციის დამფუძნებლის მარსელ დასოს ოჯახის და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის პატრონაჟით გაიმართა. ფონდი "სოს ტალანტები"  2000 წელს დაარსდა და მისი მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობაა. 

"ბავშვები იყვნენ მოტივირებულნი და დიდი წარმატებაც ხვდათ წილად. საკამოდ დიდი შანსია ეს მათთვის, რომ პარიზში სპეციალურად მათთვის კეთდებოდეს ასეთი კონცერტები",-აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

 


close დახურვა