logo
ENG



პარიზში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

23 დეკ 202215:56
3 წუთის საკითხავი
 

საფრანგეთში, პარიზის ცენტრალურ უბანში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას პარიზის პროკურორი ავრცელებს.

პარიზის პოლიციის ცნობით, შემთხვევა მე-10 ოლქში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელმა 7-ჯერ ისროლა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ ეჭვმიტანილი 69 წლის კაცი დააკავა.

„იარაღით თავდასხმას ჰქონდა ადგილი. მადლობა უსაფრთხოების ძალებს სწრაფი რეაქციისთვის. ჩვენი ფიქრები დაღუპულებთან და იმ ადამიანებთანაა ვინც ამ დრამას შეესწრო“ - ტვიტერზე წერს პარიზის მერის მოადგილე ემანუელ გრეგუარი.


close დახურვა