მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" აქტივისტები პარიზში საპროტესტო გამოსვლების წლისთავს აღნიშნავენ. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში დღეს კვლავ შეიკრიბნენ დემონსტრანტები, თუმცა აქცია ისევ არეულობაში გადაიზარდა.
შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა გზების გადაკეტვა და მსვლელობის დაწყება სცადეს. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, დააკავეს 30-მდე აქტივისტიც. საპროტესტო მოძრაობის წლისთავთან დაკავშირებით პარიზში უსაფრთხოების ზომებიც გააძლიერეს.