პარლამენტის შენობასთან, სადაც მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ აქციას მართავს, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ფოტო ბუშტების მეშვეობით ჰაერში ააფრიალეს.
აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. ისინი აქციას 12:00 საათიდან მართავენ.
„ხელი არ წაუცდეს ბიძინა ივანიშვილს და უკან არ წაიღოს მოცემული სიტყვა. ეს არის ჩვენი მონაპოვარი და მას დავიცავთ,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.