logo
ENG



პარლამენტთან აქციაზე დაძაბულობაა, ძალადობრივმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

06 ივლ 202120:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/06/1gvyjmv6gh0uo3a.png

პარლამენტის შენობასთან, სადაც სოლიდარობის აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს, დაპირისპირებაა.

რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

კონტრაქციის მონაწილეები, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები პოლიციის კორდონის გარღვევას და იმ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ, სადაც აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს.

ისინი სოლიდარობის აქციის რამდენიმე მონაწილეს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. 

შსს-ს წარმომადგენლებმა რამდენიმე პირი ადგილიდან განარიდეს.

დაკავებულების შესახებ დეტალებს ფორმულა უწყებაში არკვევს.

პარლამენტის წინ აქცია "თავისუფლებისთვის" დაიწყო. მასში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ, როგორც ორგანიზაციები, ისე პოლიტიკოსები და უფლებადამცველები.

აქციას შეუერთდა "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები, რომლებსაც გუშინ 5 ივლისს "ღირსების მარში" უნდა გაემართათ. 

"მდუმარე აქცია" მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკურად იძალადეს. 


close დახურვა