logo
ENG



პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ გამოცემა პუბლიკას რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი დააკავა

02 მარ 202322:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/02/oq1wtf4rjwi1erw.png

პარლამენტთან მიმდინარე აქციისას პოლიციამ გამოცემა პუბლიკას რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი დააკავა.

ამ დროისთვის, სავარაუდოდ, 10-მდე აქტივისტია დაკავებული. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.  მისი თქმით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობისთვის დააკავეს.

მას შემდეგ პოლიციამ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. 

აქციაზე აქტივისტებს სურდათ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში სამანქანო გზა გადაეკეტათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. პარლამენტთან რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.


close დახურვა