პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავა.
ინფორმაციას ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე ავრცელებს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციისას პოლიციამ გამოცემა პუბლიკას რედაქტორი ზურა ვარდიაშვილიც დააკავა.
ამ დროისთვის, სავარაუდოდ, 10-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მისი თქმით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობისთვის დააკავეს.
მას შემდეგ პოლიციამ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
აქციაზე აქტივისტებს სურდათ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში სამანქანო გზა გადაეკეტათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. პარლამენტთან რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.