logo
ENG



პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს

09 აპრ 202610:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/09/otbh5slg51672ug.jpg

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და იქ მყოფ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, უწყვეტი აქციების აქტიურ მონაწილეებს ქართული ოცნების მხარდამჭერი ფიზიკურად გაუსწორდა.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავა.

პარლამენტთან გვიან ღამიდან პროევროპული აქციების მონაწილეები იყვნენ შეკრებილები, მათ შორის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. 

ცოტა ხნის წინ ადგილზე ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.

ადგილზე მისულ ქართული ოცნების წევრებს აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ და სკანდირებდნენ: "მონა", "რუსებო".

ტერიტორიაზე ქართული ოცნების მთავრობის წევრების გამოჩენამდე, ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და შეეცადა,  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაეთავისუფლებინა. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციამ შემაღლებული ადგილებიდან იძულებით ჩამოიყვანა.

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35. 

 


close დახურვა