logo
ENG



პარლამენტთან ვლადიმერ ბუკოვსკის გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა

31 ოქტ 201908:00
3 წუთის საკითხავი
 
nbt43ze2hozkk0s.png

პარლამენტის წინ ვლადიმერ ბუკოვსკისთან გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა. ღონისძიება ელენე ხოშტარიას, მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია" და "ქვეყნის სამსახურში" ორგანიზებით მოეწყო. საღამოზე საბჭოთა დისიდენტის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გაიხსენეს მისი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. 

"ბევრი მისი ციტატა, რომ ნახოთ რაც აქაც გამოვაქვეყნეთ, საქართველოსაც ეხება. ბრძოლის აუცილებლობაზე, მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე, შიშის დათრგუნვაზე და ა.შ. ესაა იდეები, რომელიც სამწუხაროდ ისევ აქტუალურია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ასეთ ადამიანებს ვემშვიდობებოდეთ,"-აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია. 

როგორც საღამოს ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ბოკუვსკი სიმბოლური პერსონაა და მისი გახსენება საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის მნიშვნელოვანია.

"ერთი მხრივ სიმბოლურია ეს საღამო და მეორე მხრივ პრაგმატული - რაც მეტი გვეცოდინება მისი საქმიანობის და ფილოსოფიის შესახებ, მით მეტად გავაცნობიერებთ რა რეალობაში გვიწევს დღეს ცხოვრება,"-განმარტავს მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" წევრი ზუკა ბერძენიშვილი.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის თქმით, ბუკოვსკის პიროვენბა საბჭოთა წარსულის გააზრებაში ეხმარება საზოგაოებას.

"მას რომ პატივს მივაგებთ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გავიაზროთ საბჭოთა წარსული და გვახსოვდეს საიდან მოდის ეს ქვეყანა, რომელსაც დღესაც ძალიან მძიმედ აწევს საბჭოთა წარსული,"-აღნიშნავს ლაშა ბაქრაძე.

საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის წევრი, ვლადიმერ ბუკოვსკი, მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი, 76 წლის ასაკში დიდ ბრიტანეთში 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.  


close დახურვა