logo
ENG



პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კონტრ-აქცია იმართება

12 დეკ 201912:35
3 წუთის საკითხავი
 
shspz7jox4upipv.jpg

პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლების დანიშვნას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ.

ადგილზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც იმყოფებიან, რომლებიც კონტრაქციას მართავენ. ჟურნალისტის კითხვაზე არიან თუ არა ისინი "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კონტრ-აქციის წევრები პასუხობენ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც "მკვლელების მიერ მკვლელობის გაპროტესტებას აპროტესტებენ".

„ფორმულას“ ჟურნალისტმა ერთ-ერთი მათგანი ამოიცნო, რომელიც მთაწმინდის "ქართული ოცნების" ოფისში მუშაობს. ისინი შესაძლო დაპირისპირებაზე პასუხისმგებბობას არ იღებენ და აქციის მონაწილეების მისამართით რეპლიკებსაც აკეთებენ.


close დახურვა