პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი სავარაუდოდ, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აქციი ერთ-ერთი მონაწილე ავრცელებს.
„ეს მთავრობა აგონიაშია უკვე. ორმა მანქანამ ჩაიარა როგორც ჩანს ორივეში იჯდნენ დაკავებულები,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება იგეგმებოდა, თუმცა პოლიცია ოპოზიციის წევრებს მომზადებული დახვდა. პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან პოლიცია მობილიზებულია. საკანონმდელო ორგანოსთან მისასვლელი ყველა გზა რკინის ჯებირებით არის გადაკეტილი.