logo
ENG



პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

12 ნოე 201919:58
3 წუთის საკითხავი
 
echai4exekhqnid.jpg

პარლამენტთან მოძრაობა „ხალხის სამსახურში" წევრები აქციას მართავენ. აქცია დაიგეგმა სპონტანურად მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებობს საშიშროება, ხელისუფლებამ ჩააგდოს პროპორციული არჩევნების პროექტი. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ ჩააგდონ გავრილოვის ღამის მონაპოვარი.

​„ჩვენ ყველანი ვხედავდით დღეს, როგორც ცდილობდა სახელისუფლებო ელიტა ჩაეგდო სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი მონაპოვარი. პროპორციული არჩევნები და სწორედ აქ ვართ დღეს - არ უნდა გაბედონ და იფიქრონ, რომ შესაძლებელია პროექტი ჩავარდეს. ჩვენ ამას არ დავთმობთ და ბოლომდე დავიცავთ,“ - აცხადებს ნოდარ რუხაძე, პარლამენტთან აქციის მონაწილე.

„არ მივცემთ უფლებას, რომ მოახერხონ და როგორმე ჩააგდონ ჩვენი მონაპოვარი. ბიძინა ივანიშვილს ეშინია, რომ იქნება მრავალფეროვანი პარლამენტი,“ - ამბობს ანა ჭარხალაშვილი, აქციის მონაწილე.

აქცია დაიგეგმა სპონტანურად მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებობს საშიშროება, ხელისუფლებამ ჩააგდოს პროპორციული არჩევნების პროექტი.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რომლის ვალდებულებაც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, პროტესტი მოყვა პარლამენტში და აქცია შენობის შესასვლელთან.

 

 

 


close დახურვა