logo
ENG



პარლამენტთან სირცხვილიას სამი აქტივისტი - მაჭავარიანი, რუხაძე და მჟავანაძე დააკავეს

09 ნოე 202021:32
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტთან სირცხვილიას სამი აქტივისტი - მაჭავარიანი, რუხაძე და მჟავანაძე დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სირცხვილიას სამი აქტივისტი - ლექსო მაჭავარიანი, ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე დაააკვეს. 

მათ პარლამენტთან შეშის მიტანა სურდათ, რაშიც პოლიცია ხელს უშლიდა, შემდეგ კი ისინი დააკავა.

პოლიციის წარმომადგენლის, ვაჟა სირაძის მტკიცებით, მაჭავარიანი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

მისივე ახსნით, არსებობს შემთხვევები, როცა შეშას პოლიციის წინააღმდეგ იყენებენ და ამ შემთხვევაშიც სწორედ ამ მიზნით არ მისცეს მათ პარლამენტთან შეშის მიტანის უფლება. 


close დახურვა