logo
ENG



პარლამენტთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია - ადგილზე სპეცტექნიკაა მობილიზებული

26 ნოე 201909:15
3 წუთის საკითხავი
 
tdkptys9h0rse8q.png

 

პარლამენტის ეზოში, აგრეთვე შენობასა და გვირაბში სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. „ფორმულას“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პოლიციის, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებია განლაგებული. მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია და მოქალაქეებს გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ. გარდა ამისა, შენობაში სპეციალური დანიშნულების რაზმი იმყოფება. მათ სპეციალური ეკიპირება აქვთ მიტანილი. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

 

 


close დახურვა