პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიის წევრები ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მივიდნენ, სადაც იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აპირებს მისვლას. საჯარო ბიბლიოთეკასთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილლეებს შენობასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. გარკვეული პრობლემები ექმნებათ ჟურნალისტებსაც.