logo
ENG



პარლამენტი, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, პოლიციის მხრიდან იზოლირებულია

26 ნოე 201912:52
3 წუთის საკითხავი
 
ctfil5oc59zrv2z.jpg

ჩიტაძის ქუჩის დასაწყისში კვლავ მობილიებული არიან სამართალდამცავები, პარლამენტისკენ მისამსვლელი ყველა გზა გადაკეტილია ავტობუსებით. 

ინგოროყვას ქუჩაზე ცოტახნის წინ გამოჩდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. მათი განცხადებით ისინი შეეცდებიან ყველა მხრიდან დისკომფორტი შეუქმანან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. როგორც "ერვოპულ საქართველოში" განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ უკვე მეორედ დაშალა მშვიდობიანი აქცია, ისინი მაინც გააგრძელებენ პარლამენტის პიკეტირებას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.

„დესტაბილიზაცია შექმნა პირველად 20 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ბაქოდან მოგვმართა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა, მეორედ დესტაბილიზაცია შექმნა კახი კალაძემ, რომელმაც ლამის აპარატის თანამშრომლები დაადანაშაულა 20 ივნისის პრობლემაში, შემდეგ შექმნა გახარიამ, რომელმაც დაიწყო სროლა და თვალები დათხარა ადამიანებს და დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დაპირდა ქართულ საზოგადოებას, პროპორციულ არჩევნებს, და რომელმაც უსირცხვილოდ გადააგდო და მოატყუა, არამარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ პირველ რიგში საკუთარი თანაგუნდელები და ყველას ვისაც თავმოყვარეობა ჰქონდა გაემიჯნა ბიძინა ივანიშვილს“,-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, ამ წუთებში პარლამენტის ყველა შესასვლელი იზოლირებულია, სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატები ესწრებიან.


close დახურვა