logo
ENG



პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და დეპუტატების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

12 დეკ 201914:24
3 წუთის საკითხავი
 
dtr6lp2by6zf7sa.jpg

სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ გაჩენილი სუნის გამო, პარლამენტის აპარატის თანამშრომელი ციური როსტიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კონკრეტულად რა პრობლემა აქვს მას, კომენტარს არც დეპუტატები და არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამრომლები არ აკეთებენ.

სასწრაფოს ექიმებმა დახმარება გაუწიეს დეპუტატ ენძელა მაჭავარიანსაც, რომელიც ასევე სუნის გამო გახდა ცუდად. თუმცა მოგვიანებით, მისი გადაყვანაც გახდა საჭირო. 

ასევე სპეციალური სასუნქთი მოწყოლიბობით გაიყვანეს შენობიდან ფოტოგრაფი და კიდევ ერთი თანამშრომელი.

შეგახსენებთ, რომ პლენარული სხდომის მიმდინარეობის დროს, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ორმა პირმა გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. მისი თქმით, სითხე ნაცმოძრაობის დეპუტატებმა დაასხეს. სხდომაზე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესვენება გამოცხადდა და ჟურნალისტებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს.

 


close დახურვა