პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდება. კელი დეგნანი და პაველ ჰერჩინსკი პარლამენტში იმყოფებოდნენ.
საკანონმდებლო ორგანოში პაპუაშვილისა და დეგნანის შეხვედრა უკვე დასრულდა, ხოლო EU-ს ელჩთან შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, უცნობია. კელი დეგნანმა პარლამმენტი მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.