კორონავირუსმა უკვე შეცვალა საპარლამენტო ცხოვრების წესი, შეიზღუდა მედიის მუშაობა და დეპუტატების აქტივობებს მხოლოდ პრესსამსახური გააშუქებს. ხვალიდან პარლამენტში მედიაც საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ჟურნალისტებს სხდომების გაშუქების შესაძლებლობა მხოლოდ პრესსამსახურის გავრცელებული მასალებით შეეძლებათ.
მზად არის კანონპროექტიც, რომელიც სპიკერს მუშაობის წესის შეცვლის შესაძლებლობას მისცემს. ეპიდსიტუაციის შესაბამისად საკომიტეტო მოსმენებიც, პლენარული სხდომაც და კენჭისყრაც კი ელექტრონულად ჩატარდება.
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაშიც, „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ პროცესი არ გაჩერდება და დეპუტატებს საყოველთაო სახალხო განხილვის დისტანციურად გამართვა მოუწევთ. ეს ქვეყნის ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტი იქნება, რისთვისაც პარლამენტი ტექნიკურად ჯერ მზად არ არის