logo
ENG



პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შოთაძეს მოუსმენენ

17 თებ 202010:04
3 წუთის საკითხავი
 

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

ამავდროულად, პარლამენტში შოთაძის მოსმენამდე მისი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.


close დახურვა