logo
ENG



პარლამენტის პიკეტირებას მოძრაობა გაბედეს და შეცვალეს აქტივისტებიც შეუერთდებიან

12 დეკ 201907:12
3 წუთის საკითხავი
 
85fwulc29ruk3k7.jpg

დღეს დილიდან პარლამენტის პიკეტირებას მოძრაობა „გაბედეს" და „შეცვალეს" აქტივისტებიც შეუერთდებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან იკრიბებიან აქტივისტების ნაწილი, ხოლო 12:00 საათზე „გაბედეს" წევრები პიკეტირებასთან ერთად მოაწყობენ პერფორმანსს. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ მოსამართლეების კენჭისყრით სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი ეჭვქვეშ დგება. 

"ის, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა არაკანონიერი გზებით დაამტკიცოს არაკომპეტენტური მოსამართლეები უვადოდ, ეს არის უკვე დანაშაულის ტოლფასი. გვექნება პერფორმანსი. შევუერთდებით პიკეტირებას. ივანიშვილი ცდილობს, რომ სასამართლოც ჩაიდოს ჯიბეში, ისევე როგორც ეს გააკეთა პარლამენტთან და მთავრობასთან მიმართებაში", - განაცხადა მოძრაობა "გაბედეს" წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა. 

ქუმსიშვილის აზრის იზიარებს კიდევ ერთი მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი კუპატაძე. კუპატაძე აცხადებს, რომ მოძრაობა "შეცვალე" პარლამეტთან ყველა აქტივობას შეუერთდება. 

"მოძრაობა „შეცვალე“ უერთდება იმ სახალხო პროტესტს, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. 07:00 საათიდან დავიწყებთ აქტივობას და ვიქნებით ყველგან სადაც იქნებიან ეს ადამიანები. ეს არის რეალობა, სადაც ივანიშვილს შეუძლია თავისი ხუშტურებით მიიღოს გადაწყვეტილებები და განამწესოს უღირსი და მონა მოსამართლეები“, - აღნიშნა გიორგი კუპატაძემ.   


close დახურვა