logo
ENG



პარლამენტის უკან 9 აპრილის ბაღთან მიმდებარე ტერიტორია პიკეტირებულია

25 ნოე 201921:25
3 წუთის საკითხავი
 
vydxc4ck3lpdb89.png

პარლამენტის უკან 9 აპრილის ბაღთან მიმდებარე ტერიტორია პიკეტირებულია.

პიკეტირებისთვის მოწოდება „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა. მისი განცხადებით პიკეტირება ზუსტად იმ ადგილებში მოხდება სადაც წინა კვირას იყო.

„იცით რა ლოკაციები გვქონდა პიკეტირების წინა კვირაში. პარლამენტის მარჯვენა, მარცხენა და უკანა შესასვლელი. ვინც არის პიკეტირებისთვის მზად დავიძრათ პარლამენტის გარშემო ტერიტორიაზე. პარლამენტის სესია ვერ ჩატარდება სპეცნაზმის და სხვა სპეცსამსახურების გარეშე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა