logo
ENG



პარლამენტის ყოფილი შენობა იყიდება - ნაგებობა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშია

21 თებ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ყოფილი შენობა იყიდება,- მიტოვებული ნაგებობა, რომელიც უკვე იქცა „ქართული ოცნების“ მმართველობის სიმბოლოდ, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშია. მთავრობა გაყიდვის სურვილს ადასტურებს და ირწმუნება, რომ მალე ქუთაისი უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი გახდება. შენობის ახალი ფუნქციური დანიშნულება, არ კონკრეტდება.

საზოგადოების და მეტწილად ქუთაისელების წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის მეშვიდე წელს საკანონმდებლო ორგანო თბილისში გადმოიტანა. 300 მილიონ ლარად აშენებული ნაგებობა და სიდიდით მეორე ქალაქი ქვეყანაში ამით უფუნქციოდ დატოვა. თავიდან პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, წელს შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოართვეს და ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს.  

„ოცნებამ" ქუთაისელები ორჯერ მოატყუა. პირველად მაშინ, როდესაც პირობა დადო, რომ პარლამენტს თბილისში არ გადმოიტანდა; და მაშინაც როცა თქვა, რომ შენობაში საპოლიციო ჰაბს გახსნიდა. ეს ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გაახმოვანა. მას შემდეგ კი რაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად, გახარია კი პრემიერად დაინიშნა, დაპირება დაივიწყა. შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მალევე გადავიდა.

ოპოზიცია ამბობს, რომ „ოცნებამ“ ქუთაისელები გაწირა.  

პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვარში დაბრუნდა. მას შემდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ამბობენ, რომ პარლამენტის გადატანით ქუთაისმა განვითარება შეწყვიტა. შეჩერდა ინვესტიციები, მათ შორის გაუქმდა უკვე ხელმოწერილი პროექტები ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობის შესახებ.


close დახურვა