დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიებზე, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზაციაა. „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს დილიდან არ უშვებენ პარლამენტში, სადაც განსაკუთებით დიდი რაოდენობით შეიარაღება და სპეცრაზმელია მობილიზებული.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, ეს დაცვის სამსახურის მოთხოვნით ხდება. ჟურნალისტთა ნაწილს კი, ვინც პარლამენტში იმყოფება, ტერიტორია უნდა დაატოვებინონ. რა ბრძანება აქვთ მიღებული სამართალდამცველებს, ჯერჯერობით უცნობია.
სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
პარლამენტის ეზოს ტერიტორიის გარდა სამართალდამცველების და სპეცრაზმის მობილიზება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში.
აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს 15 საათზე არის დაგეგმილი. უსაფრთხოების ზომების გამკაცრება კი, სავარაუდოდ, აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება.