logo
ENG



პარლამენტის შესასვლელთან კრიმინალისტებმა გარკვეული ნივთები დალუქეს

18 ნოე 201919:58
3 წუთის საკითხავი
 
qs47m4hp8h9vo05.png

„ფორმულას“ კორესპონდენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს მარცხენა ეზოდან გამოვიდნენ პოლიციელები და სპეცრაზმის წევრები, სამუშაოები შეასრულეს დასუფთავების სასმსახურის თანამშრომლებმაც. სწორედ ამის შემდეგ, ადგილზე გამოჩნდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები წარმართეს. მათ „ფორმულას" კითხვებს არ უპასუხეს.

კრიმინალისტებმა გარკვეული საგნები დალუქეს, მაგრამ უცნობია თუ საიდან გაჩნდა ეს ნივთები იქ. დაახლოებით 16:00 საათიდან ჩიტაძის ქუჩა გადაკეტილია და შესაბამისად, იქ 16:00 საათიდან მხოლოდ სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.


close დახურვა