დახლები მოვაჭრეების გარეშე და ცარიელი ატრაქციონები. ასეთი ვითარებაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მერიის გადაწყვეტილებით საპროტესტო კარვები აიღეს, რესპუბლიკის მოედანზე მყოფ მოვაჭრეებს კი რუსთაველზე გადანაცვლებას აიძულებდნენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის დავალებით 30 დეკემბერს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები დაშალეს. ამ ფაქტმა ახალ აქციებს მისცა ბიძგი. ადგილზე მივიდნენ პოლიტიკოსები და აქტივისტები, რასაც დაპისიპირებაც და რამდენიმე აქტივისტის დაკავებაც მოჰყვა. მოგვიანებით, 2 იანვარს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რესპუბლიკის მოედანზე მყოფ გარემოვაჭრეებს საქმიანობა აუკრძალა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. მერიამ მათ პარლამენტთან გადასვლა შესთავაზეს, რაზეც მოვაჭრეებმა უარი განაცხადეს.