პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას თბილისის მერიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
მისი განცხადებით, მოქალაქეებს ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მერიამ მწვანე ღობით 2020 წლის იანვარში შემოღობა. აქტივისტები მაშინვე ამბობდნენ, რომ მიზანი საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო სივრცის შეზღუდვა იყო. შემოღობვამდე, წინააღმდეგობის მიუხედავად, მერიამ ამ ტერიტორიიდან მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც აიღო და ატრაქციონები დადგა. თბილისის მერი მაშინ ამბობდა, რომ მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებდა.