logo
ENG



პარლამენტის წინ მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტი - აქტივისტები მერს აკრიტიკებენ

20 ივლ 202020:28
3 წუთის საკითხავი
 

ის, რასაც დედაქალაქის მერი „ფორმულას“ 6 თვე უმალავდა და მხოლოდ ფრაგმენტულად ფეისბუქ ლაივში აჩვენა, განხილვის თემაა მოქალაქეებისთვის. პარლამენტის წინ მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტი ამცირებს სივრცეს პროტესტისთვის.

მწვანე კუნძულები მწვანე შემოღობვის მოხსნის შემდეგ გაჩნდება და როგორც მერია ირწმუნება, დაბრუნდება ისტორიული ფილებიც, მაგრამ აქტივისტებიცა და პოლიტიკოსებიც კახი კალაძეს  მსგავსი პროექტის საზოგადოებისგან დაფარულად განხორციელების გამო აკრიტიკებენ და დარწმუნებული არიან, რომ რეაბილიტაცია პოლიტიკური მოტივით დაიწყო.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მოედნის ისტორიული იერსახის შენარჩუნების საკითხი. ფოტოდან ირკვევა, რომ პროექტის მომზადებისას, ავტორს არა მხოლოდ 9 აპრილის მემორიალი, არამედ ისტორიული ფილებიც გამორჩა.

ოპოზიციის აზრით,  მერიამ ტერიტორია ისე შემოღობა, რომ  პროექტი ჯერ არ ჰქონდა. ახლა კი ნაჩქარევად შეიმუშავა და გაასაჯაროვა კიდეც. 

უცნობია, ვინ არის იდეის ავტორი, როდის დამტკიცდა და რა თანხები სჭირდება მის განხორციელებას. ამ კითხვებით მერიის პრესცენტრს უკვე „ფორმულამ“ უკვე მიმართ, პასუხს ამ დრომდე ველით. 





 


close დახურვა