logo
ENG



პარლამენტის წინ მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტი საჯაროა - ბენდელიანი

10 ივნ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, პარლამენტის წინ მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტი საჯაროა.

„ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გასცემს საჯარო ინფორმაციას მერიის შესაბამისი სამსახური, ბენდელიანი პასუხობს, რომ ყველაფერი საჯაროა და შესაბამის პორტალზეა განთავსებული.

„პროექტი არის მერიის შესაბამის სამსახურში - საჯარო ინფორმაციაა. ასევე საჯაროა ინფორმაცია, როგორც განხორციელდა შესყიდვა. სისტემაში შებრძანდით და ნახავთ", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულამ“ პროექტი, როგრც საჯარო ინფორმაცია, გამოითხოვა - თუმცა, მერიის სამსახურებმა პროექტი ტელეკომპანიას არ მიაწოდეს. საკითხს „ფორმულა“ ადმინისტრაციული წესით ასაჩივრებს.


close დახურვა