logo
ENG



პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

02 სექ 202014:44
3 წუთის საკითხავი
 
yn48ohlvfk2l2fl.jpg

77 მომხრე - არც ერთი წინააღმდეგი. პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო პერიოდში სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გამკაცრებულ სანქციებს გულისხმობს.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მსგავსი ქმედების შემთხვევაში სანქციად შესაძლოა განისაზღვროს ჯარიმა, შინაპატიმრობა 6 თვიდან ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებები საჭირო არ არის, რადგან ასეთი სანქციები ისედაც არსებობდა, თუმცა კანონს არავინ აღასრულებდა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით ქართული ოცნება მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებისთვის თვალის ახვევას ცდილობს. ოპოზიციის დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.


close დახურვა