logo
ENG



პარლამენტში ასარჩევად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ

14 ოქტ 201907:43
3 წუთის საკითხავი
 
9ouozk3ol8w7wns.jpg

ამ კვირაში პარლამენტში სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ. 

ლილუაშვილი დეპუტატების წინაშე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე წარსდგება. სუს-ის უფროსს პარლამენტი 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.  

უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილესთან შეკითხვები მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით ექნებათ. 

განსაკუთრებით მწვავე კითხვები კი საპარლამენტო უმცირესობას აქვს მომზადებული. შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი 2019 წლის იანვრიდან სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იყო. 2016 წლამდე კი „ქართუ" ჯგუფში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა.


close დახურვა