logo
ENG



პარლამენტში ბიუჯეტის პროექტს ჟურნალისტების საპროტესტო ბანერის ფონზე განიხილავენ

22 ივლ 202114:05
3 წუთის საკითხავი
 

"დასაჯეთ მოძალადეები", - ამ წარწერით ჟუნალისტებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე ბანერი ისევ გადმოფინეს. ამით მედიის წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ დისკომფორტი შეუქმნან ქართული ოცნების დეპუტატებს.

პარალელურად, დეპუტატები ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, თუმცა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, მმართველი პარტიის დეპუტატებს ბანერის ჩამოხსნა არ მოუთხოვიათ. 

18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა, მიზეზად კი ბანერის არჩამოხსნა დაასახელეს. გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ მიიღო. 

მანამდე, უმრალვესობის წევრი ირაკლი ზარქუა მედიის წარმომადგენლებს სთხოვდა, ჩამოეხსნათ პლენარულ სხდომათა დარბაზში გადმოფენილი საპროტესტო ბანერები, რომ სხდომა გაგრძელებულიყო, თუმცა მედიამ ბანერის ჩამოხსნაზე უარი თქვა.

სხდომის დასრულების შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გააკეთა. მან თქვა, რომ მიზეზი ოპოზიციური პარტიების მხრიდან გამოხატული პროტესტია.

"რაც დღეს ვიხილეთ, პირველ რიგში მიზანმიმართულად იყო დაორგანოზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. სამწუხაროა, რადგან შესვენების დროს მოვისმინე განცხადებებიც, რომ მათი მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება იმისთვის, რომ დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები.

მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლებაც ჰქონდათ, თუმცა სამწხუროდ, როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დავრბუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა და პროტესტი დღესაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერტადერთი ვალდებულებაა გაშუქდეს სესიის სხდომას.

დაყანებული იქნა საკითხი უმრავლესობის მხრიდან, რომ ასეთ რეჟიმში სხდომის გაგრძელება არ ემსახურება მიზანს, რისთვისაც შევიკრიბეთ. ამიტომ, დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად. საკითხზე ვიმსჯელებთ სხვა რიგგარეშე სხდომაზე", - განაცხადა კახა კუჭავამ.

ამავე სხდომაზე, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული. 


close დახურვა