logo
ENG



პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ - სირცხვილია

12 დეკ 201913:39
3 წუთის საკითხავი
 
0j3xkwyp3u572zk.jpg

"პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა #სირცხვილია", - ამის შესახებ მოძრაობა თავის განცხადებაში წერს. თუმცა, ორგანიზაციის წევრები არ აკონკრეტებენ თუ რა ნივთიერებაზეა საუბარი, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაასხეს. 

შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ამის მიზეზი გახდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ ორმა პირმა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.  


close დახურვა