logo
ENG



პარლამენტში ლელო კვლავ ფრაქციად ფორმირდება, მას დილარ ხაბულიანი უერთდება

13 დეკ 202116:55
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში ლელო კვლავ ფრაქციად ფორმირდება, მას ნაციონალური მოძრაობის სიით გასული დეპუტატი, დილარ ხაბულიანი უერთდება.

ფრაქციიდან მამუკა ხაზარაძის გასვლის შემდეგ, ლელო პოლიტიკურ ჯგუფად ჩამოყალიბდა, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, ფრაქციის შესაქმნელად მინიმუმ შვიდი დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო.

ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, წევრები კი ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, დავით უსუფაშვილი, დილარ ხაბულიანი და არმაზ ახვლედიანი იქნებიან. 

მამუკა ხაზარაძემ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 31 ოქტომბერს გააკეთა. მან თქვა, რომ "ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს". 


close დახურვა