„ფორმულანიუსის“ ჟურნალისტმა მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში მანდატურების წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყო. საუბარია იმ ორ მანდატურზე, რომლებიც ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირებას ესწრებოდნენ.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ბრძანების ავტორის აზრით, მანდატურებს დამატებითი ღონისძიებები უნდა გამოეყენებინათ. თუმცა, უცნობია, რა იგულისხმება დამატებით ღონისძიებებში.
პარლამენტის მანდატურების ხელმძღვანელს მომხდარზე საუბარი არ სურს, თუმცა, ამბობს, რომ მანდატურებთან ორმაგი სტანდარტებით არ ხელმძღვანელობს და ყველაფერს მოკვლევა დაადგენს. ეკა ბესელიას აზრით კი, ეს ქმედება მანდატურების ზონდერიზაციასა და ანგარიშსწორებას ემსახურება.