პარლამენტში უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი შეაფასეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ კანდიდატები კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.
შერჩეულ კანდიდატებს უღირსს უწოდეს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი.
"ჩვენ შევძელით, რომ ეს ადამიანები მზის შუქზე გამოგვეყვანა და მთელი საზოგადოებისთვის გვენახებინა, რა უღირს ადამიანებზე შეაჩერა არჩევანი „ქართულმა ოცნებამ“. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ წინა ხელისუფლების რეჟიმს" - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
მმართველ პარტიაში კი ფიქრობენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.