logo
ENG



პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

20 ოქტ 202220:18
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო. სწორედ ეს ფორმულირება ეწერა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშიც, რომელსაც ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა. საგარეო უწყების ხელმძღვანელს პარლამენტში ორი მისია ჰქონდა - მისი გამოსვლა არ უნდა შეეწინააღმდეგებოდა ქართული ოცნების პოზიციას და თანამდებობიდან გამომდინარე ბოლომდე არ უნდა დამსგავსებოდა ეგრეთ წოდებული ,,გამიჯნულების" რიტორიკას. ძირითადი ხაზი კი მაინც რუსეთის არგაღიზიანება იყო. 

 


close დახურვა