logo
ENG



პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა

02 ნოე 202018:07
3 წუთის საკითხავი
 
xrgxbq1qb6y4pmu.jpg

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. კერძოდ, მანდატებზე უარი თქვეს: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია; ევროპული საქართველო; გირჩი; ლელო; გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი;  ლეიბორისტული მოძრაობა; მოქალაქეები;

ამასთან, პარლამენტში შესვლას არც პატრიოტთა ალიანსი გეგმავს.

შესაბამისად, ამ მოცემულობით, პარლამენტი ხდება ერთპარტიული და იქ მხოლოდ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წევრები იქნებიან.

ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ისინი მასშტაბურ აქციას რუსთაველის მოედანზე მომავალ კვირას გამართავენ. ოპოზიცია ვადამდელ სამართლიან არჩევნებს ითხოვს. 

ცესკომ უბნების დათვლა დაასრულა. დათვლილია ქვეყნის მასშტაბით 3847 უბანი.

წინასწარი შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება N41 - 48,15% (926 959 ხმა)

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია N5 - 27,14% (522 563 ხმა)

ევროპული საქართველო N2 - 3,78% (72 752 ხმა) 

გირჩი N36 - 2,89% (55 600 ხმა)

ლელო N56 - 3,15% (60 691 ხმა)

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 3,15% (60 592 ხმა)

პატრიოტთა ალიანსი N8 - 3,14%  (60 493 ხმა)

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N24  - 1,33% (25 534 ხმა)

ლეიბორისტული პარტია N10 - 1% (19 281 ხმა)


close დახურვა