logo
ENG



პარტია მოქალაქეები საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება

14 მაი 202423:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/i3nqhgokgebxga3.jpg
ფოტო: რადიო თავისუფლება

პარტია მოქალაქეები საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება. ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბრისას გააკეთა.

ელისაშვილის თქმით, პოლიტიკური პროცესი ახლა ქუჩაშია მშვიდობიანი წინააღმდეგობის სახით რუსული ხელისუფლებისა და რუსული კანონის წინააღმდეგ.

"დიახ, ჩვენ ვუერთდებით ბოიკოტს. მე და ქეთი თურაზაშვილი წარმოვადგენთ პარლამენტში პარტიას მოქალაქეები და ახლა იმ პარლამენტში რაიმე რუტინულ საქმიანობაში მონაწილეობის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავთ. ოთხი წელი მართლა გულით ვცდილობდი, რომ დამემტკიცებინა ხალხისთვის, იქ უბრალოდ ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მთელი გულით ვიყავი ყველაფერში ჩართული, მაგრამ ახლა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუერთდებით ბოიკოტს. პოლიტიკური პროცესი ახლა არის ქუჩაში მშვიდობიანი წინააღმდეგობის სახით რუსული ხელისუფლებისა და რუსული კანონის წინააღმდეგ", - თქვა ელისაშვილმა. 

***

საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მათ შორის თამარ კორძაიამ, სალომე სამადაშვილმა და ტარიელ ნაკაიძემ.

მოსახლეობისა და დასავლელი პარტნიორებების მოწოდებების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი მიიღო. მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 30.

 

 


close დახურვა