logo
ENG



პარტია საქართველოსთვის პარლამენტს: გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ დაფიქსირებული ხმები

17 მაი 202315:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/17/tr9cfeobr91h9na.jpg

პარტია საქართველოსთვის, პარლამენტის აპარატს მიმართავს, გაასაჯაროოს პარტიის დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები.

საქართველოსთვის მოუწოდებს სხვა პარტიებსაც, რომ მათაც "მიმართონ საქართველოს პარლამენტს აპარატს და გაასაჯაროონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია."

"საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე!" - წერია პარტიის განცხადებაში.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი. დეპუტატი რომან გოცირიძე განმარტავს, რომ ოპოზიცია შეთანხმებული იყო იმაზე, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი "გაიყიდა" და ქართულ ოცნებას დაეხმარა სასურველი კანდიდატის არჩევაში.

კენჭისყრა ფარული იყო და ამის გამო ვინაობა ცნობილი ვერ გახდება.

 

close დახურვა