logo
ENG



პარტნიორებზე თავდასხმის საბაბად გამოყენებული კრიტიკული რეზოლუცია

03 ივლ 202420:03
3 წუთის საკითხავი
 

ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა ეუთოს დეკლარაციას, რომელიც რუსულ კანონს აკრიტიკებს, გმობს რუსულ ოკუპაციასა და ჰიბრიდულ ომს. ამას კი წინ უძღოდა ხელისუფლების თავდასხმა პარტნიორებზე - ოცნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ჩანაწერები არჩევნების შესახებ და რუსული კანონის ძირგამომთხრელი შედეგების თაობაზე. სკანდალის საფუძვლად ოლიგარქის გუნდმა კი სულ სხვა რამ გამოიყენა. რეზოლუციის პროექტში შეტანილი ის ჩანაწერი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ კონტექსტში მოიხსენიებდა. უცნობია, ვის ეკუთვნის მსგავსი ფორმულირება, მაგრამ ტექსტი დღესვე, კენჭისყრამდე, ეუთოს წევრების მხარდაჭერით, დოკუმენტიდან ნაციონალურმა მოძრაობამ ამოაღებინა, მაგრამ ოცნებამ მაინც წინააღმდეგ მისცა ხმა.

 


close დახურვა