logo
ENG



პატიმრებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება 1-ლ იანვრამდე შეეზღუდათ

28 ნოე 202013:39
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/28/5tsolei4aphvlks.jpg

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვები პენიტენციურ სისტემაშიც ამოქმედდა. 

კერძოდ, 28 ნოემბრიდან განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2020 წლის 1-ლ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო ამანათების უფლება შეუჩერდათ მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე.

"მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში. შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს". - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

დღეიდან, 28 ნოემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. 

ვრცლად ნახეთ აქ. 


close დახურვა