logo
ENG



პატიმრის მიერ ომბუდსმენის ცხელ ხაზთან დაკავშირების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნეს

19 ივლ 202118:28
3 წუთის საკითხავი
 
პატიმრის მიერ ომბუდსმენის ცხელ ხაზთან დაკავშირების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნეს

საკონსტიტუციო სასამართლომ მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო. 

კანონში გაწერილი ნორმა დისციპლინური სახდელის მოქმედებისას, ასევე სამარტოო საკანში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს ან მსჯავრდებულს სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების შესაძლებლობას უზღუდავდა. 

კერძოდ, სადავო ნორმა დისციპლინურ სანქციად ზღუდავდა სატელეფონო კომუნიკაციას, რომლის პერიოდშიც ავტომატურად იზღუდებოდა სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების უფლება.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით სახალხო დამცველთან დაკავშირების შესაძლებლობა, უფლებადარღვევების გამოვლენის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და ეფექტური საშუალებაა და მისი შეზღუდვა დაუშვებელი იყო.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა სახალხო დამცველის არგუმენტაცია. 

სასამართლომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ აკრძალვას გააჩნდა დისციპლინური სახდელის სახე, ის იყო ბლანკეტური ხასიათის და მოქმედებდა ხანგრძლივი ვადით. სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული წესი მთლიანად უხშობდა პატიმარს შესაძლებლობას ეფექტური და სწრაფი კომუნიკაციის საშუალებით დაკავშირებოდა სახალხო დამცველს.


close დახურვა