logo
ENG



პატიმრობა მიუსაჯეს სენეგალის დეპუტატებს, რომლებიც ორსულ კოლეგას თავს დაესხნენ

02 იან 202322:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/02/5t524ca2blyax4r.jpg

სენეგალში 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ორ ოპოზიციონერ დეპუტატს, რომლებმაც ბიუჯეტზე დებატების დროს ორსულ დეპუტატს დაარტყეს.

კაცი დეპუტატები თავს დაესხნენ ემი ნდიაეს მას შემდეგ, რაც მან ოპოზიციონერი რელიგიური პირი გააკრიტიკა.

გარდა ამისა, მოსამართლემ მამადუ ნიანგსა და მასატა სამბს დეპუტატი ქალისთვის 8 ათასამდე დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა.

პირველი დეკემბრის ვიდეოში, რომელიც ინტერნეტით ფართოდ გავრცელდა, ჩანს, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს სამბი ქალ დეპუტატს მიუახლოვდა და სილა გააწნა. საპასუხოდ ნდიაემ სკამი ესროლა, იმავე მომენტში კი სხვა კოლეგა-კაცი მას მუცელში ფეხს ურტყამს.

ნდიაემ, რომელიც მმართველი კოალიციის წევრია, თავდასხმის შემდეგ გონება დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ის საავადმყოფოდან გამოწერეს, ადვოკატი ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ მძიმედაა.


close დახურვა