logo
ENG



პატიმრობა მხილების შემდეგ

17 მარ 202320:21
3 წუთის საკითხავი
 

ჰყავს თუ არა ქვეყანას პოლიტიკური ნიშნით დაკავებული კიდევ ერთი პატიმარი. ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს 6 წლიანი პატიმრობა სისტემის მხილებისთვის მიუსაჯეს და ამ გზით უმკაცრესად დასაჯეს. ნატალია ზარდიაშვილი სასამართლო დარბაზშივე აიყვანეს, გადაწყვეტილება გვარამიას საქმის მოსამართლე ჩხიკვაძემ მიიღო. საქმე ეხება 2020 წლის 8 თებერვალს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მომხდარ ინციდენტს, სადაც ზარდიაშვილი მუშაობდა. დაკავებულს გამოძიება პაციენტზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავება, ქალი კი ამბობს, რომ ეს მის მიერ გამოვლენილი სისტემური ნარკოდანაშაულის გამო ანგარიშსწორებაა. მსჯავრდადებული პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც საუბრობს.


close დახურვა