logo
ENG



პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც 5 ივლისს ტურისტი დაჭრა

07 ივლ 202113:06
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც 5 ივლისს პოლონელი ტურისტი დაჭრა.

შემთხვევა ხეთაგუროვზე ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის პარალელურად მოხდა. კაცმა ტურისტი დანით დაჭრა, დამნაშავე პოლიციის მოსვლამდე გამვლელებმა დააკავეს, ტურისტს კი პირველად დახმარება აღმოუჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ტურისტი ძალადობრივი აქციის მონაწილეებს არ დაუჭრიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა