logo
ENG



პატიმრობა შეუფარდეს კაცს, რომლის გაჩენილმა ხანძარმაც 6 სახლი და ხეხილის ბაღები დაწვა

01 სექ 202216:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/01/xradxna97x0rgho.png

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა კაცს ხანძრის გაჩენისთვის, რის გამოც 300 000 ლარის ღირებულების ექვსი სახლი, დამხმარე სათავსოები და ხეხილის ბაღები დაიწვა. შემთხვევა ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში მოხდა.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ნარჩენების განადგურების მიზნით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი დაანთო და მიუხედავად იმისა, რომ თანასოფლელებმა ხანძრის გაჩენის გამო მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე გააფრთხილეს და ცეცხლის ჩაქრობა სთხოვეს, ცეცხლი არ ჩააქრო და დასახმარებლად მისული მეზობლები სახლიდან გაყარა.

მათივე თქმით, ცეცხლი ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა, რის შედეგადაც დაიწვა სოფელ ელბაქიანთკარში მდებარე 300 000 ლარის ღირებულების ექვსი სახლი, დამხმარე სათავსოები და ხეხილის ბაღები. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილებით (სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, ცეცხლის წაკიდებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა