საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, რომ ისინი ლოცულობენ, რათა ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს.
„ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას, რომ წყალობა მოეღო საქართველოსთვის. დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია“, - აღნიშნა პატრიარქმა.