სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ყველა წმინდანის ხსენების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარია წმინდანებით.
„ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღე. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს", - აღნიშნა პატრიარქმა.
ქადაგებისას ილია მეორემ ასევე სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.
„ჩვენი სამღვდელოება თავდადებული სამღვდელოებაა, მოღვაწეობენ, რაც შეუძლიათ და მე ძალიან დიდად ვაფასებ მათ მოღვაწეობას“, - აღნიშნა ილია მეორემ.