პატრიარქის სიტყვა სამების საკათედრო ტაძარში სულ წუთ-ნახევარს გრძელდებოდა. მან თანადგომისათვის მადლობა სხვა რელიგიების წარმომადგენლებსაც გადაუხადა.
„თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმა, მათ შორის მუსულმანებმაც. ჩვენთან არს ღმერთი," - განაცხადა ილია მეორემ.
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმს სასულიერო პირებთან ერთად უნდა აღევლინა, თუმცა ქადაგების ნაცვლად მრევლს შეგონებით მიმართა და დალოცა.